RAC1-ის დღევანდელი ინფორმაციის თანახმად, “ბარსელონას” ხელმძღვანელობა პორტუგალიაში იმყოფება “ბენფიკასა” და ნელსონ სემედუსთან მოლაპარაკებების გასამართად. როგორც მოგეხსენებათ, პორტუგალიელი მარჯვენა მცველი ექტორ ბელერინის ალტერნატივად განიხილებოდა და როგორც ჩანს, კატალონიელებმა არჩევანი სწორედ მასზე შეაჩერეს.
აღსანიშნავია, რომ კლუბი სემედუს დიდი ხანია აკვირდება და დაცვის გაძლიერების ერთ-ერთ ვარიანტად თვლის. როგორც ბოლო დღეებში ესპანურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, კლუბმა უარი თქვა “არსენალის” ესპანელ ფეხბურთელზე, რადგან მოლაპარაკებების პროცესი საკმაოდ ჩაიხლართა და ასევე პორტუგალიური Record-ის ცნობით, “ბლაუგრანამ” უკვე გაუკეთა კიდეც პირველი, 30 მილიონიანი შეთავაზება “ბენფიკას”.
23 წლის ფეხბურთელი პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებშიც გამოიძახეს კონფედერაციის თასზე სათამაშოდ, იგი ასევე ჟოზე მოურინიოს რადარზეც მოხვდა, რომელსაც სურს, რომ სემედუ “მანჩესტერ იუნაიტედში” იხილოს.
როგორც ჩანს, “ბარსელონა” მოქმედებაზე გადავიდა და სურს, რომ მოლაპარაკებები რაც შეიძლება მალე მიიყვანოს ბოლომდე.
