Globesporte-ს თანახმად, FIFA-მ უარყო “სანტოსის” მიერ 2015 წლის მაისში წარმოდგენილი მოთხოვნა ნეიმარის, მისი მამისა და “ბარსელონას” წინააღმდეგ და ბრაზილიელი ფეხბურთელის ტრანსფერი ლეგალურად გამოაცხადა.
საჩივრის მიხედვით, “ბარსელონას ხელმძღვანელები პასუხისგმებელნი არიან ნეიმარის ტრანსფერზე, რომლის განხორციელების დროსაც დაირღვა FIFA-ს წესები და რეგულაციები ფეხბურთელების ტრანსფერების შესახებ.”
Mundo Deportivo-ს სტატიაში ნათქვამია, რომ ბრაზილიურმა კლუბმა “თავის ნაწილზე” გადაწყვეტილება სამშაბათს მოისმინა. აქ კი იგულისხმება, რომ “პროცესი განაწილებულია ოთხ პროცედურად – ნეიმარზე, მის მამაზე, “ბარსელონასა” და სანტოსზე”. ამჟამად ბრაზილიელები დანარჩენი 3 პროცედურის პასუხს ელიან.
“ბარსელონას” ბრაზილიელი შემტევის ყოფილ კლუბს 10 დღე ექნება გადაწყვეტილების გასასაჩივრებლად.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს, FIFA-მ “სანტოსი” ნეიმარის საქმესთან დაკავშირებით დააჯარიმა.


