“ბარსელონას” თავდამსხმელმა, ნეიმარმა განაცხადა, რომ უახლოესი სეზონი მის კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება.
“ვიმედოვნებ, ახალი სეზონი ჩვენ ბევრ წარმატებულ და ბედნიერ მომენტს მოგვიტანს. მე ვაგრძელებ მზადებას, რადგანაც ეს სეზონი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება ჩემს კარიერაში. ფაქტობრივად, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი სეზონი იქნება. მე ძალიან ბედნიერი ვარ და ახალ მატჩებს მოუთმენლად ველი.” – განაცხადა ნეიმარმა ინტერვიუში.
ნეიმარი “ბარსელონაში” 2013 წლიდან ასპარეზობს. 25 წლის ბრაზილიელი თავდამსხმელის კონტრაქტი კატალონიურ კლუბთან 2021 წლის ზაფხულამდე მოქმედებს.
