კატალონიის “ბარსელონას” მეკარე ვიქტორ ვალდესი, ძალიან სწრაფად ზრდის თავის სათამაშო კლასს და უმტკიცებს მსოფლიოს, რომ იგი ერთ–ერთი საუკეთესოა. იგი ყველა თამაშში აჩვენებს, რომ ყოველთვის ჩინებულადაა მომზადებული. ასე იყო “რასინგთანაც”. კატალონიელებმა პედროს გოლით ანგარიში საწყის წუთებზევე გახსენეს და შემდეგ იმდენად აღარ აქტიურობდნენ. ამით ისარგებლეს სანტანდერელებმა და კარგი შეტევა წამოიწყეს. სტუმართა ფორვარდმა როსენბერგმა პოზიცია მოუგო პუიოლს და საკმაოდ ახლო მანძილიდან, თავით ძლიერად გადაგზავნა ბურთი კარში, მაგრამ ვალდესმა საოცარი სეივი განახორციელა. შემდეგ მათ კვლავ ჰქონდათ კარგი მომენტი, როდესაც ადრიანმა კენედის გადააწოდა ბურთი. იგი საპენალტოს ნიშნულთან ახლოს იმყოფებოდა და საკმაოდ კარგადაც დაარტყა, თუმცა “ლა მასიას” აღზრდილმა მეკარემ ბურთი ადგილზევე გააქვავა. მატჩის პირველ ნახევარში ვალდესმა გუნდი 100% გოლისგან 2–ჯერ იხსნა და გუნდის გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა.

ვალდესი ზრდის თავის სათამაშო კლასს
ითამაშე პროგნოზების ლიგა!
გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.