ჟერემი მატიე “ბარსელონას” ფეხბურთელი აღარაა. კატალონიურმა კლუბმა ეს ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ დაადასტურა. “ბარსას” ვებგვერდის ინფორმაციით, მხარეებმა კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების შედეგად გაწყვიტეს.
მატიე, რომელიც ამჟამად 33 წლისაა, “ბარსელონაში” 2014 წელს, “ვალენსიადან”, 20 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. კატალონიელთა მაისურით მან 91 თამაში ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 9 ტიტული მოიგო.
ცნობილია, რომ ვეტერანი ფრანგი ფეხბურთელი კარიერას ლისაბონის “სპორტინგში” განაგრძობს.



