პეპ სეგურამ სუბისარეტას ადგილი დაიკავა

პეპ სეგურამ სუბისარეტას ადგილი დაიკავა

პეპ სეგურა კატალონიის “ბარსელონა” ახალი საფეხბურთო გენერალური მენეჯერი გახდება. ეს პოზიცია კი ძალიან ახლოსაა იმასთან, რომელსაც იკავებდა კლუბის ყოფილი მეკარე.

ეს გადაწყვეტილება 2015 წლის არჩევნებში გამარჯვებულმა და “ბლაუგრანას” ამჟამინდელმა პრეზიდენტმა, ხოსეპ მარია ბართომეუმ მიიღო.

აღსანიშნავია, რომ ეს ახალი პოსტია, რომელიც მსგავსია ანდონი სუბისარეტას თანამდებობისა 2015 წლამდე. სეგურას კლუბში აქამდეც უმუშავია და ასევე იყო “ლივერპულის” აკადემიის სპორტული დირექტორი. თავის მხრივ, სპორტული დირექტორის პოზიციაზე რჩება რობერტ ფერნანდესი  – ის და ჟორდი როურა თავიანთ საქმეს კვლავ გააგრძელებენ.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (1)

  • lado-barca
    06 ივლ 2017, 01:41

    წარმატებები!