“ძალიან ძნელია რამდენიმე ტურნირზე ერთად ასე წარმატებით იასპარეზო, მაგრამ ეს ჩემს გუნდს ძალიან კარგად გამოსდის. ყველა მატჩი საუკეთესო ვერ იქნება, მაგრამ არა ჩემი გუნდის შემთხვევაში, ეს მართლაც შეუდარებელი გუნდია. ეს კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია, კიდევ ერთი დამსახურებული და დამაჯერებლი გამაჯრვება, დღეს იმის საშიშროება არსებობდა, რომ ჩვენ ქულები დაგვეკარგა, რადგნაც “რასინგი” ძალიან ორგანიზებულ ფეხბურთს თამაშობს, მაგრამ ჩვენ მაინც მოვახერხეთ ბარიერის დაძლევა. დღეს განსაკუთრებით კარგად ვიქტორ ვალდესმა ითამაშა, რომელმაც რამდენიმე სიტუაციაში, საოცრად კარგად ითამაშა და შეძლო საკუთარი კარის მშრალად შენახვა, მე მინდა მივულოცო მას ესეთი კარგი შეხვედრა”.
“ბოიანი მოედანზე იმიტომ შემოვიყვანე, რომ იგი ახალგაზრდა და ძალიან პერსპექტიული ფეხბურთელია, ამიტომაც სჭირდება გამოცილების დაგროვება და უფრო და უფრო ხშირად მოედანზე ყოფნა”. პრესკონფერენცისს დასასრულს მან სეიდუ კეიტა შეაქო და აღნიშნა, რომ ასეთი სტილის ფეხბურთელი “ბარსელონას” არ ჰყავს ამიტომაც იგი ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა გუნდში.
აქვე გთავაზობთ “ბარსელონას” პირველი ვიცე– პრეზიდენტის ბარტომეუს კომენტარს მატჩის შემდეგ: “ძალიან კარგად ითამაშა გუნდმა, კიდევ ერთი გამარჯვება,. ზედიზედ მე–14 უკვე. გუნდი კარგ ფრომაშია, გულშემატკვიარმა კიდევ ერთი მატჩი იხილა თავისი რჩეულების შესრულებით, რომელშიც მათ ნამდვილად არ გააწბილეს ისინი. ვიქტორ ვალდესის თამაში აღსანიშნავია, მან ნამდვილად რამდენიმე ძალიან კარგი სეივი განახორციელა. შემდეგ მათჩი “ალმერიასთან” გვაქვს, იმედია გულშემატკივარი ასევე კარგად დაგვიჭერს მხარს”.