გერმანიის ნაკრების მეკარემ, მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა კონფედერაციის თასის ფინალში ჩილესთან გამარჯვების შემდეგ (1:0) ჟურნალისტებს ემოციები გაუზიარა. შეხვედრა სანკტ-პეტერბურგში გაიმართა.
“თავს კლაუდიო ბრავოსთან დუელის გამარჯვებულად ვგრძნობ. მოხარული ვარ, რომ მან “ოქროს ხელთათმანი” მოიგო. რა თქმა უნდა, მატჩის შედეგი მაბედნიერებს.”-განაცხადა ტერ შტეგენმა.
ბრავო კონფედერაციის თასის საუკეთესო მეკარე გახდა, ტერ შტეგენი კი ფინალის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.



