უკვე საეჭვო არავისთვისაა, რომ კატალონიური კლუბი ზაფხულში ნახევარდაცვის გაძლიერებას მარკო ვერატით გეგმავს, თუმცა “ბარსელონას” ხელმძღვანელობა თავს იზღვევს იმ შემთხვევაში, თუ პსჟ-სთან შეთანხმების მიღწევა შეუძლებელი გახდება და იტალიელის ალტერნატივად “მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელს, ანდერ ერერას მოიაზრებს.
The Sun-ის, The Independent-ისა და ესპანური Sport-ის სტატიაში ვკითხულობთ, რომ ესპანელებმა “წითელ ეშმაკებს” ფეხბურთელის ფასის დასახელება მოთხოვეს.
მართალია, ინგლისური კლუბი კატეგორიულ უარზეა, თუმცა “ბარსელონას” მიერ გადადგმული ნაბიჯი იმსახურებს მედიის ყურადღებას, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ მარკო ვერატის ბედი ჯერ კიდევ არ გადაწყვეტილა.
მართალია, ეს უბრალოდ შეკითხვა იყო და არა ოფიციალური მიმართვა, მაგრამ ეს ფაქტი “ბლაუგრანას” ინტერესს ადასტურებს ბილბაოს “ატლეტიკის” ყოფილი ნახევარმცველის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ როგორც უკვე აღვნიშნეთ, “იუნაიტედი” ფეხბურთელის გაყიდვას არ გეგმავს, მათ ფასი დააწესეს – 60 მილიონი ფუნტ სტერლინგი, რაც დაახლოებით 68.4 მილიონი ევროა. ამასთან, ერერას ამჟამინდელმა კლუბმა ახალი კონტრაქტი შესთავაზა, რომლის მიხედვით იგი კვირაში 180 000 ფუნტ სტერლინგს, ანუ 205 000 ევროს მიიღებს.