workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” და “მანჩესტერი” კოვაჩიჩისთვის იბრძოლებენ

“ბარსელონა” და “მანჩესტერი” კოვაჩიჩისთვის იბრძოლებენ

მადრიდის “რეალის” ნახევარმცველი, მატეო კოვაჩიჩი “მანჩესტერ იუნაიტედის” რადარზე მოხვდა. Goal-ის ინფორმაციით, “სამეფო კლუბის” ფეხბურთელით “წითელ ეშმაკთა” მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო პირადად ინტერესდება.

აღსანიშნავია, რომ მატეო “ბარსელონას” ინტერესის სფეროში იმყოფება, რომელიც ზაფხულში ნახევარდაცვის გაძლიერებას გეგმავს. მოცემულ მომენტში კლუბი იტალიელი მარკო ვერატის ტრანსფერზეა კონცენტრირებული.

როგორც იცით, 30 ივნისს “ბარსელონამ” დეულოფეუს ტრანსფერი დაადასტურა, დღეს კი ოფიციალურმა საიტმა დაადასტურა, რომ კლუბმა ჟერემი მატიეს შვებულების დროს ლისაბონის “სპორტინგის” ბაზაზე ვარჯიშის უფლება მისცა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward