მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
39 წელი ნუნიესის ეპოქის დასაწყისიდან

39 წელი ნუნიესის ეპოქის დასაწყისიდან

1 ივლისი “ბარსელონას” ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღია, რადგან ის ლეგენდარული პრეზიდენტის, ხოსეპ ლუის ნუნიესის მმართველობის დასაწყისს უკავშირდება.

სანამ კლუბის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო პრეზიდენტზე საუბარს დავიწყებდეთ, გავიხსენოთ ამ დღესთან დაკავშირებული სხვა ისტორიებიც.

1992 წლის 1 ივლისს ვიქტორ ვალდესი “ბარსელონას” ახალგაზრდულ გუნდს შეუერთდა და “კამპ ნოუ” 2 თვის შემდეგ დატოვა. ესპანელი მეკარე “ბლაუგრანაში” “ტენერიფედან” მხოლოდ 3 წლის შემდეგ დაბრუნდა.

83 წლის წინ, “ბარსელონამ” ბრაზილიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ ამხანაგური შეხვედრა გამართა. მატჩი უხვგოლიანი გამოდგა და ფრედ, 4:4 დასრულდა.

1965 წლის 1 ივლისს, “ბარსელონას” პრეზიდენტმა, ენრიკ ლიაუდეტმა მადრიდის “რეალის” ფრანგი ნახევარმცველის, ლუსიენ მიულერის ტრანსფერი დაადასტურა, რომელმაც 3-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

1978 წლის 1 ივნისს, “ბარსელონას” პრეზიდენტის პოსტზე ხოსეპ ლუის ნუნიესის ეპოქა დაიწყო. აღნიშნულ თანამდებობაზე მან 22 წელი გასტანა და ამ დროის განმავლობაში კატალონიურმა გრანდმა 7 ლა ლიგა, 6 ესპანეთის თასი, 2 ლიგის თასი, 5 ესპანეთის სუპერ თასი, 1 ჩემპიონთა თასი/ლიგა, 4 თასების მფლობელთა თასი და 2 უეფას სუპერ თასი მოიპოვა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (5)

  • lado-barca
    schedule 01 ივლ 2017, 18:09

    მაგარი პრეზიდენტი ყოფილა!

  • MU1810
    schedule 01 ივლ 2017, 15:46

    ციტატა: BOJAN KRKIC.
    ბიჭებო პესის Become Legend-ში პასი როგორ უნდა მოვითხოვო?


    C

  • BOJAN KRKIC.
    schedule 01 ივლ 2017, 15:30

    საღოლ

  • BOJAN KRKIC.
    schedule 01 ივლ 2017, 15:08

    ბიჭებო პესის Become Legend-ში პასი როგორ უნდა მოვითხოვო?

  • Givibarca
    schedule 01 ივლ 2017, 15:04

    Uf kide erti aseti agvashenebda