“ბარსელონას” ოფიციალურმა ვებგვერდმა 2017/18 წლების სეზონისთვის კატალონიური კლუბის გასვლითი ფორმების სურათები გაავრცელა.
ფორმის ფერი ნათელი, პოლარიზებული ცისფერია, რომელსაც წითელი და მუქი ლურჯი კანტები აქვს.
ფორმას, შიგნიდან, მარჯვენა მხარეს, აწერია Força, ხოლო მარცხენა მხარეს – Barça.
ფორმები გაყიდვაში 1 ივლისს, Nike-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოვა.





