მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რაფინია: “ჩემი მომავალი გაურკვეველია”

რაფინია: “ჩემი მომავალი გაურკვეველია”

მართალია, მადრიდული AS ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, “ბარსელონამ” გუნდის ბრაზილიელი შემტევი ნახევარმცველის, რაფინია ალკანტარას შენარჩუნება გადაწყვიტა, მაგრამ როგორც ირკვევა, თავად ფეხბურთელი სხვა აზრზეა.

ბრაზილიელის თქმით, ჯერ გადაწყვეტილი არაა, თუ სად ითამაშებს ის მომავალში.

“ჩემი მომავალი გაურკვეველია და მხოლოდ ღმერთმა იცის, რა მოხდება. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ გარკვეული არაფერია.

ახლა, “ბარსელონას” ფეხბურთელი ვარ და ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ მუხლის ტრავმა მოვირჩინო, შემდეგ კი, ვნახოთ, რა მოხდება.” – აცხადებს რაფინია.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში