workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა”–”რასინგი”, გვარდიოლა მატჩის წინ

“ბარსელონა”–”რასინგი”, გვარდიოლა მატჩის წინ

კატალონიის “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ “რასინგთან” მატჩის წინ პრეს–კონფერენცია გამართა. მან ხვალინდელი მატჩის გარდა, ალვეშის, ბოიანის და პინტოს სიტუაციებზე ისაუბრა:

თუ ჩვენ არ გავაკონტროლებთ ბურთს “რასინგის” წინააღმდეგ, პრობლემები შეგვექმნება. “რასინგი” “ბეტისისა” და “მალაგას” მსგავსად თამაშობს. მათი დაცვა კარგად მოქმედებს და მათ ჰყავთ ფეხბურთელები, რომლებიც კარგად იყენებენ ფლანგებს და თამაშობენ კარგ ფეხბურთს. მე მათი თამაშის სტილი ვიცი, ისინი ბოლო დღეებში ვნახე.” მან ასევე ისაუბრა “ბეტისთან” მარცხზე: ” მე ვნახე რა გავაკეთეთ ჩვენ კარგად და რა ცუდად. მე ამაზე ფეხბურთელებთან ჯერაც არ მისაუბრია, თუმცა ამას ნამდვილად გავაკეთებ. ხანდახან კარგიცაა წააგო მატჩი, რომელიც არაფერს არ გაკლებს. ეს ფეხბურთელებისთვის გაკვეთილი იქნება. “

პეპმა კომენტარი გააკეთა ალვეშის კონტრაქტის შესახებ: ” ალვეში იქნება “ბარსას” ფეხბურთელი, კიდევ რამდენიმე წლის განმავლობაში. როგორც მე ვიცი, მოლაპარაკებები ჯერაც არ დასრულებულა. მინდა, რომ ამ სიტუაციამ მასზე ცუდად არ იმოქმედოს, თუ ასე მოხდა, ჩვენ ყველა დავეხმარებით მას.

პეპის კომენტარი ბოიანისა და პინტოს შესახებ: ” მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ბოიანი “ბეტისთან” მატჩში ცდილობდა ეთამაშა კარგად. მან 4–5 სახიფათო შეტევაც წამოიწყო. ყოველი მარცხის შემდეგ, რომელიღაც ფეხბურთელი განტევების ვაცად იქცევა ხოლმე, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მატჩს როგორც მთელი გუნდი იგებს, ისე მთელი გუნდი აგებს.”

პეპი საუბრობს პინტოზე: ” თუ ჩვენ გავალთ თასის ფინალში, ის აუცილებლად ითამაშებს. პინტო ასევე ითამაშებს ორივე ნახევარ–ფინალურ მატჩში, რადგანაც ის ამას იმსახურებს. ის ფანტასტიური კიპერია. ის ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზეა და ასე იყო “ბეტისთანაც“,” დაასრულა გვარდიოლამ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward