როგორც მოგეხსენებათ, ბოლო დღეებში საულ ნიგესს ხშირად უკავშირებენ კატალონიის “ბარსელონას”. პრესის ინფორმაციით ფეხბურთელს კლუბში მარკო ვერატის ალტერნატივად განიხილავენ. თავად ფეხბურთელმა კი ეს ყველაფერი უარყო.
“მე წასვლის არანაირი სურვილი არ მაქვს.” – ციტირებს ფეხბურთელის სიტყვებს ესპანური AS.
“სწორედ იქ ვარ, სადაც მინდა რომ ვიყო და ჯერ-ჯერობით ვფიქრობ, რომ ყველაფერი ასევე გაგრძელდება. “ატლეტიკო” ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ მენდო და მინდა ეს ნდობა გავამართლო.”
შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ნახევარმცველმა გუშინ შესანიშნავი მატჩი ჩაატარა იტალიის 21 წლამდელთა ნაკრებთან ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში, ჯანლუიჯი დონარუმას კარის ბადეში ბურთი 3-ჯერ გაახვია და თავისი ქვეყანა ფინალშიც გაიყვანა.



