მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
2 წელია “ბარსას” წარმატებული ტრანსფერები უჭირს

2 წელია “ბარსას” წარმატებული ტრანსფერები უჭირს

გასული 2 ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს “ბარსელონას” მიერ დამატებული ფეხბურთელებიდან, ერთის გარდა, მოლოდინი ვერცერთმა გაამართლა. აშკარაა, რომ 2014 წლის შემდეგ, კატალონიელებს წარმატებული ტრანსფერების განხორციელება ძალიან უჭირთ.

2015/16 წლების სეზონის წინ, “ბარსამ” არდა თურანი და ალეიშ ვიდალი დაიმატა, რომლებსაც, 2016 წლის იანვრამდე თამაში აკრძალული ჰქონდათ. გასაკვირი არ ყოფილა, რომ ამ ფეხბურთელებმა სასტარტო შემადგენლობაში ადგილი იმავე სეზონში ვერ მოიპოვეს. თუმცა, მათ მოლოდინები ვერც მომდევნო სეზონში გაამართლეს. მათ სანაცვლოდ კი კლუბმა 50 მილიონი ევრო გადაიხადა.

კიდევ უფრო ხარჯიანი იყო 2016 წლის ზაფხული. “ბარსელონამ”, 6 ფეხბურთელში, 122 მილიონი ევრო გადაიხადა. სამუელ უმტიტის ტრანსფერი აშკარად წარმატებული გამოდგა, რასაც ვერ ვიტყვით ანდრე გომეშზე, პაკო ალკასერზე, ლუკა დინზე, იასპერ სილესენსა და დენის სუარესზე. ამ ფეხბურთელებმა იმედები, ჯერჯერობით, ვერ გაამართლეს.

საპირისპირო სიტუაცია იყო 2014 წლის ზაფხულში, როდესაც გუნდმა მარკ-ანდრე ტერ შტეგენი, ივან რაკიტიჩი, კლაუდიო ბრავო, ლუის სუარესი და ჟერემი მატიე დაიმატა. პირველი 4 მათგანის ტრანსფერი აშკარად წარმატებული გამოდგა, მატიემ კი, შეიძლება ითქვას, ის გააკეთა, რასაც მისგან ელოდნენ. იმავე წელს იყო ტომას ვერმალენისა და დუგლასის წარუმატებელი ტრანსფერები, მაგრამ ის ზაფხული მაინც დადებითად უნდა შეფასდეს. მას შემდეგ კი, “ბარსელონას” სპორტული დირექტორები, წარმატებული ტრანსფერის განხორციელებას ვერაფრით ახერხებენ, თუ ერთ გამონაკლისს არ ჩავთვლით.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში