კატალონიური კლუბი “ბარსელონა ბ”-ს მთავარ მწვრთნელს, ჟერარ ლოპესს ახალ კონტრაქტს შესთავაზებს. ამ ინფორმაციას Sport ავრცელებს.
ადგილობრივი ჟურნალისტების ცნობით, “ბარსელონამ” 38 წლის სპეციალისტთან ახალი კონტრაქტის გაფორმება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მისმა გუნდმა ესპანეთის მე-2 დივიზიონის საგზური მოიპოვა.
2016/17 წლების სეზონში, მე-3 დივიზიონში, “ბარსა ბ”-მ პირველი ადგილი დაიკავა, რასაც ფლეი ოფში წარმატებით გამოსვლა და ორწლიანი შესვენების შემდეგ სეგუნდა დივიზიონში დაბრუნდაც მოაყოლა.
გავრცელებული ინფორმაციით, დღეს, კლუბის ოფისში, ლოპესი “ბარსელონას” აკადემიის დირექტორს, პეპ სეგურას შეხვდება. მხარეები მწვრთნელის ახალ კონტრაქტს განიხილავენ.
ჟერარ ლოპესი “ბარსელონას” სკოლის აღზრდილია. “ბარსელონა ბ”-დან ის “ვალენსიაში” 1997 წელს გადავიდა, 3 წლის შემდეგ კი, მშობლიურ გუნდს დაუბრუნდა, სადაც 5 წელი დაჰყო. 2013 წელს, მან კატალონიის ნაკრები ჩაიბარა, 2015 წლიდან კი, სათავეში “ბარსა ბ”-ს უდგას.