კატალონიის “ბარსელონას” ესპანელი ჩამშლელი ნახევარმცველი, სერხიო ბუსკეტსი კლუბთან კონტრაქტს სულ მალე გაახანგრძლივებს. სანდო წყაროებზე დაყრდნობით, სერხიო “ბლაუგრანას” შემოთავაზებას დასთანხმდა და ახალ კონტრაქტს ხელს შემდეგ კვირაში მოაწერს. ესპანელი ფეხბურთელი კონტრაქტს 2016 წლამდე გაახანგრძლივებს და ამის შედეგად, მნიშვნელოვნად გაზრდის ხელფასს. კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშაა ბრაზილიელი ფეხბურთელის, დანიელ ალვესის კლუბში დარჩენის საკითხი.
ცნობისთვის ბუსკეტსს “ბარსას” მაისურით, ლა ლიგაში ჩატარებულ 72 მატჩში მხოლოდ 2 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ესპანეთის ნაკრების ღირსება სერხიომ 26 მატჩში დაიცვა და თავი ვერც ერთხელ ვერ გამოიჩინა.



