მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” და “არსენალი” 17 წლის პორტუგალიელისთვის იბრძოლებენ

“ბარსელონა” და “არსენალი” 17 წლის პორტუგალიელისთვის იბრძოლებენ

“ბარსელონა” და “არსენალი” პორტუგალიური “ბრაგას” 17 წლის თავდამსხმელის, პედრუ ნეტუს შეძენით არიან დაინტერესებულნი. ამ ინფორმაციას A Bola ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ლონდონელებმა “ბრაგას” 15-მილიონიანი შეთავაზება უკვე გაუკეთეს, თუმცა უარი მიიღეს – პორტუგალიელებს მინიმუმ 20 მილიონის გამომუშავება სურთ. გავრცელებული ინფორმაციით, ცოტა ხანში, “ბრაგას” ოფიციალური წინადადებით უკვე “ბარსელონა” მიმართავს და ფასი ამჯერადაც 15 მილიონი ევრო იქნება.

პედრუ ნეტუთი “ბარსელონა” აქამდეც იყო დაინტერესებული, მაგრამ ფეხბურთელმა კატალონიელებს, ისევე, როგორც “მანჩესტერ იუნაიტედს”, უარი უთხრა და “ბრაგასთან” კონტრაქტი 2020 წლამდე გაახანგრძლივა. როგორც ჩანს, “ბარსა” პორტუგალიელ ამომავალ ვარსკვლავს კვლავ მიუბრუნდა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში