ზუსტად 10 წლის წინ, 2007 წლის 25 ივნისს, ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელი, ტიერი ანრი ლონდონის “არსენალიდან” კატალონიურ “ბარსელონაში” გადავიდა. მოთამაშე ფრანკ რაიკაარდისა და პეპ გვარდიოლას ხელმძღვანელობის ქვეშ თამაშობდა.
14 ნომრიანი ლურჯ-ბროწეულისფერი მაისურის ტარების დროს, ანრიმ 121 ოფიციალურ მატჩში 49 გოლი გაიტანა და გუნდს შვიდი ტიტულის მოპოვებაში დაეხმარა, რომელთაგანაც ყველა გვარდიოლას მწვრთნელობის დროს მოიგო. 2008/09 სეზონში ანრიმ კლუბთან ერთად ტრიპლეტი გაიფორმა და ყოველთვის გვემახსოვრება მისი ჩატარებული მატჩი “სანტიაგო ბერნაბეუზე”, სადაც კატალონიელებმა მადრიდის “რეალი” 6-2 გაანადგურეს, ფრანგმა სუპერვარსკვლავმა კი ორი გოლი გაიტანა. ასევე დიდია მისი წვლილი კოპა დელ რეისა და უეფას ჩემპიონთა ლიგის მოგებაში.
ამ სამ ტიტულს მოსდევს კიდევ სამი თასი: ესპანეთის სუპერთასი, ევროპის სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი. “ბარსელონაში” მისი ბოლო ტიტული ლა ლიგის თასი გახდა, რომელიც კატალონიურმა კლუბმა ზედიზედ მეორე წელს მოიგო.
იხილეთ ანრის საუკეთესო გოლები “ბარსელონაში”


