ლუკას ლიმას ირგვლივ გაურკვევლობაა

ლუკას ლიმას ირგვლივ გაურკვევლობაა

“ბარსელონა” ბრაზილიელი ფეხბურთელისადმი ინტერესს არ ადასტურებს და ლიმაც ამბობს, რომ მას ხელი არანაირ კონტრაქტზე არ მოუწერია.

შაბათს, გაღიზიანებულმა ფეხბურთელმა, “სანტოსისა” და “სპორტთან” მატჩის შემდეგ (0-1) განაცხადა, რომ მასა და კატალონიურ გრანდს შორის არანაირი შეთანხმება არ არსებობს.

ასევე უკმაყოფილება გამოხატა ფეხბურთელის ამჟამინდელმა მთავარმა მწვრთნელმა, ლევირ კულპიმ, რომლის აზრით, ამხელა მითქმა-მოთქმა ფეხბურთელის შესაძლო ტრანსფერზე მას კონცენტრაციას დაუკარგავს.

“მე მას ვესაუბრე და ყველაფერი კარგადაა. ჩემამდე არანაირ ინფორმაციას არ მოუღწევია მისი ტრანსფერის შესახებ და ვფიქრობ, რომ ინფორმაცია, თითქოს მას წასვლა უნდა, ლუკასზე დიდ ზეწოლას ახდენს და მას ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება.”

თავის მხრივ, “ბარსელონას” ხელმძღვანელობამ AS-თან რამდენიმე დღის წინ თავადაც უარყო რაიმე კონტრაქტის არსებობს, თუმცა ბრაზილიურ პრესაში არ წყდება საუბრები კლუბსა და ფეხბურთელს შორის მიღწეულ შეთანხმებაზე. ლუკას ლიმას კონტრაქტს ვადა 31 დეკემბერს ეწურება. გავრცელებული ინფორმაციით, ბრაზილიაში მოლაპარაკებების გასამართად ასევე იმყოფება რაულ სანლეჰი, რომელიც პრესის თანახმად ვიტინიოსა და პაულინიოს ტრანსფერზეც მუშაობს.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (3)

  • Givibarca
    25 ივნ 2017, 19:47

    Es presa rom ar icis ras wers

  • lado-barca
    25 ივნ 2017, 19:29

    ეე მოდის თუ არა?!

  • Johan Cruyff 14
    25 ივნ 2017, 17:37

    ვინმე წესიერი ან უკეთესი არაა? რა ვიცუთ ამაზე ესეთი ყრია ლა მასიაში მოიყვანონ ჰალილოვიჩი ასჯერ ჯობია ამას