“ევერტონის” ფორვარდის, ჟერარ დეულოფეუს აგენტის სიტყვებს თუ დავუჯერებთ, პერსპექტიული ფორვარდისთვის ბრძოლაში “რომა” “ბარსელონას” კონკურენტია. იტალიური კლუბი მოჰამედ სალაჰის შემცვლელს ეძებს, სპეციალისტი კი ტრანსფერს არ გამორიცხავს.
“რომა” შესანიშნავი გუნდია. იტალიურ კლუბში კარიერის გაგრძელება ჟერარისთვის ერთ-ერთი ვარიანტია.”-განაცხადა აგენტმა.
შეგახსენებთ, რომ 2016/17 წლების სეზონში ნაჩვენები მაღალი დონის თამაშის გამო “ბარსელონას” 23 წლის ესპანელი ფორვარდის დაბრუნება სურს.


