ჟორდი ალბამ განაცხადა, რომ “ბარსას” შემადგენლობაში მადრიდის “რეალის” ფეხბურთელის, ისკო ალარკონის ხილვა სურს. კატალონიელები გასული სეზონის მიწურულს ესპანელი ნახევარმცველით ინტერესდებოდნენ, მაგრამ “სამეფო კლუბის” ხელმძღვანელობა მის გაშვებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება.
“ისკო? “ბარსელონაში” ძლიერ ფეხბურთელებს სიხარულით იღებენ. არალკონს ჯერ კიდევ “ვალენსიაში” ასპარეზობის პერიოდიდან ვიცნობ და მას ვაფასებ. თუმცა, უმჯობესი იქნება, თუ კონცენტრაციას მოვახდენთ მოთამაშეებზე, რომლებიც ამჟამად კლუბის ღირსებას იცავენ.“-ციტირებს ალბას სიტყვებს Sport.
როგორც მოგეხსენებათ, “ბარსელონა” პსჟ-ს ნახევარმცველის, მარკო ვერატის გაფორმებას აქტიურად ცდილობს.


