მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბორუსია” დემბელეს არ გაუშვებს

“ბორუსია” დემბელეს არ გაუშვებს

როგორც მოგეხსენებათ, ბოლო დღეებში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია უსმან დემბელეს შესაძლო ტრანსფერის შესახებ “ბარსელონაში”. გერმანულმა Bild-ის მიხედვით  ფეხბურთელის აგენტმა და კატალონიელების ხელმძღვანელობამ შეთანხმებას უკვე მიაღწიეს. ხოლო თუ გავლენიან მადრიდული გამოცემას, Marca-ს ვენდობით, “ბორუსია” 20 წლის შემტევს არ შეელევა.

გერმანული კლუბის სპორტული დირექტორი, მაიკლ ცორკი დარწმუნებულია, რომ ახალგაზრდა ტალანტი გუნდში დარჩება.

როგორც მოგეხსენებათ, მიუხედავად იმისა, რომ კატალონიელთა მთავარი პრიორიტეტი წელს ნახევარდაცვისა და მარჯვენა მცველის პოზიციის გაძლიერებაა, ერნესტო ვალვერდეს სურს, რომ მან შემტევი ტრიოს, საჭიროების შემთხვევაში ღირსეული შემცვლელი უპოვოს.

“დემბელეს ჩვენთან კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს და დარწმუნებულები ვართ, რომ იგი კლუბში დარჩება” ციტირებს ცორკის სიტყვებს L’Equipe, “ამჟამად არანაირი მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს და იგი მომდევნო სეზონშიც “ბორუსიაში” ითამაშებს”.

შეგახსენებთ, რომ ფრანგმა ფეხბურთელმა ბუნდესლიგის გასულ სეზონში 10 გოლი გაიტანა და 21 საგოლე გადაცემაც მიითვალა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში