მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სუარესი: “ლუის ენრიკემ ბევრი რამ მასწავლა”

სუარესი: “ლუის ენრიკემ ბევრი რამ მასწავლა”

“ბარსელონას” ურუგვაელი თავდამსხმელი ლუის სუარესი, La Republica-სთვის მიცემულ ინტერვიუში, გასულ სეზონს აფასებს და რამდენიმე საინტერესო საკითხზე საუბრობს.

“ლუის ენრიკემ მასწავლა, რომ არბიტრებთან კამათისთვის ენერგია არ უნდა დამეხარჯა, რადგან ეს გუნდისთვის საზიანო იყო. ეს ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის სასარგებლო რჩევა იყო.

ენრიკემ ბევრი რამ მასწავლა და ზოგიერთი მათგანი, შესაძლოა, თემატური არც ყოფილიყო. რა თქმა უნდა, ბევრი რამ ფეხბურთს ეხებოდა. ისიც ხომ თავდამსხმელი იყო და მან იცოდა მოძრაობები, რომელთა წყალობითაც გუნდს უფრო მეტ სარგებელს ვაძლევდი.

“ბარასელონაში” ყოფნის დროს, მრავალი მიმართულებით განვვითარდი. მაგალითად, ბურთის დაკარგვის დროს პრესინგი. ლუის ენრიკე ძალიან დამეხმარა. მე ვიყავი ფეხბურთელი, რომელიც ბურთს კარგავდა, მაშინვე ნებდებოდა და მომდევნო შანსს ელოდა, მან კი მასწავლა, როგორ უნდა მომეხდინა მეტოქეზე პრესინგი.

ვიცით, რომ სეზონის ყველაზე მნიშვნელოვან მომენტებში თავი კარგად ვერ წარმოვაჩინეთ და ამ საკითხს თვითკრიტიკულად ვუდგებით. როდესაც ქულებს კარგავ ისეთ სტადიონებზე, სადაც უნდა მოიგო, ეს მტკივნეულია და გიტოვებს განცდას, რომ ჩემპიონატი  თავად წააგე.

“მალაგასთან” წაგების შემდეგ, ძალიან თვითკრიტიკულები ვიყავით და ვიცოდით, რომ ასეთი თამაშით ჩემპიონატის მოგება ძალიან გაგვიჭირდებოდა. “ბერნაბეუზე” უნდა მოგვეგო და იმედი გვქონოდა, რომ “რეალს” ფეხი კიდევ დაუცდებოდა.”

სუარესი მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე არგენტინასთან გასამართ მატჩზე და ლეო მესის მუნდიალს მიღმა შესაძლო დარჩენაზე საუბრობს: “ლეომ ამ ტურნირზე უნდა ითამაშოს, თუმცა, ჩვენ ჩვენი საქმე გვაქვს. შევეცდებით, მოვიგოთ და ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება მოვიპოვოთ. ვიცით, რომ არგენტინას ახალი მწვრთნელი ჰყავს და ეს გუნდი განსხვავებულად ითამაშებს.”

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში