როგორც მოგეხსენებათ, რობერტ ფერნანდესის მთავარი გეგმა მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ვერატის, ბელერინისა და უსმან დემბელეს გაფორმებაა. პრობლემა ისაა, რომ ეს ძალიან ძვირი სიამოვნებაა და კატალონიელებს სამივე ფეხბურთელის ტრანსფერი ჯამში 200 მილიონზე მეტი დაუჯდებათ. შესაბამისად, კლუბმა ალტერნატიული გეგმა შეიმუშავა, რომელსაც, როგორც ჩანს საფრთხე ემუქრება.
ამჟამად “არსენალის” მარჯვეა მცველის, ბელერინის სათადარიგო ვარიანტად პორტუგალიელი ნელსონ სემედუ განიხილებოდა, თუმცა პორტუგალიური პრესის ინფორმაციით, ახალგაზრდა ფეხბურთელი “მანჩესტერ იუნაიტედს” უახლოვდება.
რაც შეეხება ვერატის ალტერნატივას, ამჟამად “ნიცას” ფეხბურთელს, სერის, მას აქტიურად უკავშირებენ “რომას”. ფეხბურთელი ასევე “სევილიას” რადარზეც მოხვდა. მას სურს, რომ დიდ ევროპულ კლუბში ითამაშოს და მისი ნაბიჯი საბოლოოდ წინ გადადგმული იყოს, მაგრამ მეორე მხრივ, ფეხბურთელი არ აპირებს დაიცადოს მთელი ზაფხული, თუ როგორ დასრულდება საბოლოოდ ვერატის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი.
და ბოლოს, უსმან დემბელეს ალტერნატივად ჟერარ დეულოფეუ განიხილება, რომლის გამოსყიდვის უფლებაც “ბარსელონას” 12 მილიონად აქვს, თუმცა თავად ფეხბურთელი მშობლიურ კლუბში დაბრუნების წინააღმდეგია, რადგან თვლის, რომ მას სასურველი სათამაშო დრო არ ექნება.