მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონას” ბერნარდესკისთვის ბრძოლაში 3 კონკურენტი ჰყავს

“ბარსელონას” ბერნარდესკისთვის ბრძოლაში 3 კონკურენტი ჰყავს

“იუვენტუსი” “ფიორენტინასთან” ფედერიკო ბერნარდესკის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებას აწარმოებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტურინელებმა 23 წლის იტალიელის სანაცვლოდ “ფიორენტინას” 45 მილიონი ევრო შესთავაზეს – უფრო მეტი, ვიდრე “ინტერმა” და “ბაიერნმა”.

გუშინ Football Italia-მ დაწერა, რომ “ბარსელონას” წარმომადგენელი “ფიორენტინას” ხელმძღვანელობას მილანში შეხვდა და მათთან პერსპექტიული მოთამაშის ტრანსფერის საკითხი განიხილა.

“ფიორენტინა” ფედერიკოს სანაცვლოდ 50 მილიონ ევროს ითხოვს. ბერნარდესკის კონტრაქტი კლუბთან 2018 წელს იწურება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში