მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
Fox Sports: “ბარსამ” ლუკას ლიმა დაიმატა

Fox Sports: “ბარსამ” ლუკას ლიმა დაიმატა

Fox Sports-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 26 წლის ბრაზილიელი შემტევი ლუკას ლიმა, მომდევნო 4 წლის განმავლობაში, კატალონიის “ბარსელონას” შემადგენლობაში ითამაშებს.

წყაროს ცნობით, ლიმა კატალონიურ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება. მან “ბარსელონასთან” კონტრაქტი უკვე გააფორმა.

ლუკას ლიმას მთელი კარიერა ბრაზილიაში აქვს გატარებული. 2014 წლიდან, შემტევი ნახევარმცველი “სანტოსის” ღირსებას იცავს, რომლის შემადგენლობაშიც 175 თამაში ჩაატარა და 18 გოლი გაიტანა.

2015 წლიდან, ლუკას ლიმა ბრაზილიის ნაკრების წევრია. “პენტაკამპეონების” მაისურით მან 14-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარი 2-ჯერ აიღო.

[media=https://www.youtube.com/watch?v=fekmlgVbOQY]

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში