“ბარსელონას” მცველი, ჟერემი მატიე უახლოეს მომავალში ლისაბონის “სპორტინგის” ფეხბურთელი გახდება.
O Jogo იტყობინება, რომ ფრანგმა პორტუგალიურ კლუბთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა.
ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მატიემ “სპორტინგში” სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა. ბოლოს, “ბარსელონას” მაისურით მოედანზე ფრანგი ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში, “იუვენტუსის” წინააღმდეგ გამოვიდა.



