მადრიდის “რეალის” პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი ადასტურებს, რომ მისი გუნდი ნეიმარის შეძენასთან ძალიან ახლოს იყო ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ბრაზილიელი “სანტოსში” გამოდიოდა.
მას შემდეგ, რაც ნეიმარი “ბარსელონაში” გადავიდა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას “რეალი” ფინანსურად უფრო მომგებიან კონტრაქტს სთავაზობდა, მაგრამ ბრაზილიელმა მაინც კატალონიური კლუბი აირჩია. პერესის განცხადება ამ ინფორმაციას ნაწილობრივ ადასტურებს.
“ნეიმარის შეძენას ვცდილობდით. მან, ჩვენთან, სამედიცინო შემოწმებაც კი გაიარა, მაგრამ ტრანსფერი საბოლოოდ არ შედგა.” – ციტირებს პერესის სიტყვებს Onda Cero.



