კატალონიის “ბარსელონა” ივან რაკიტიჩს 50 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაუშვებს.
არაოფიციალური ინფორმაციით, ხორვატი ფეხბურთელით მანჩესტერული გრანდები, “ბაიერნი” და “იუვენტუსი” ინტერესდებიან.
მიმდინარე სეზონში ივანმა ლა ლიგის ეგიდით 32 შეხვედრა ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და 5 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. მის შემცვლელად მარკო ვერატი მოიაზრება.



