ინგლისური გამოცემა, The Telegraph არ გამორიცხავს, რომ ანტონიო კონტეს წასვლის შემთხვევაში, ლონდონის “ჩელსი” კატალონიის “ბარსელონას” ყოფილ მწვრთნელს, ლუის ენრიკეს დაუკავშირდება.
ჯერჯერობით, აღნიშნულ გამოცემას “”ლურჯების”ა” და ასტურიელის კონტაქტის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნია. აღსანიშნავია, რომ ენრიკეს ხელმძღვანელობით “ბლაუგრანამ” 3 სეზონში 9 ტიტული მოიპოვა.
ადრე ცნობილი გახდა, რომ კონტესა და “ლურჯების” ხელმძღვანელობას შორის, სატრანსფერო პოლიტიკასთან დაკავშირებით, აზრთა სხვადასხვაობას აქვს ადგილი.



