workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დაბადების დღეს გილოცავთ, ხეფრენ!

დაბადების დღეს გილოცავთ, ხეფრენ!

დღეს ”ბარსელონას” ახალგაზრდა თავდამსხმელის, ხეფრენ სუარეს ბერმუდესის დაბადების დღეა. ის 23 წლის გახდა.

ხეფრენი 1988 წელს ვენესუელაში დაიბადა. ის ”ბარსას” ახალგაზრდულ ჯგუფს 2004 წელს შეუერთდა.

ხეფრენი სულ რაღაც ერთი წლის იყო, როდესაც ოჯახმა ვენესუელა დატოვა და სახცოვრებლად ტენერიფეში გადავიდა. ის ბავშვობიდან საოცარი და მარდი ფეხბურთელი იყო.

2004/05 წლებში მან დატოვა ტენერიფე და ”ბარსას” ახალგაზრდულ გუნდს შეუერთდა. მისი პირველი მწვრთნელი ”ბარსელონაში” გუილერმო ჰოიოსი იყო, რომელიც ახალგაზრდა ფეხბურთელს ნახევარმცველის პოზიციაზე ათამაშებდა. თუმცა დაკვირვებამ აჩვენა, რომ ხეფრენი ფორვარდის პოზიციაზე თავს უკეთ გრძნობდა.

2007/08 წლებში ხეფრენი გვარდიოლასთან თანამშრომლობდა ”ბარსა ბ”-ს რიგებში. ძირითად გუნდთან მისი პირველი დებიუტი 2006/07 წლებში ”კოპა დელ რეის” თამაშის ფარგლებში შედგა. მაშინ გუნდს რაიკაარდი ხელმძღვანელობდა.

ლიგაში მისი დებიუტი ”მალიორკასთან” მატჩში შედგა, 2008/09 წლების სეზონში.

ხეფრენი ”ბარსელონას” პირველ გუნდში 2009/10 წლების სეზონში გადავიდა.

10 თებერვალს მან კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა 2012 წლამდე.

შეგახსენებთ, რომ ხეფრენმა 29 ნოემბერს კასილიასის კარის აღება მოახერხა და თავისი წვლილი შეიტანა მატჩის საბოლოო ანგარიშში.

ბარსამანიას სახელით ვულოცავთ ხეფრენს და ვუსურვებთ უამრავი წარმატებისთვის მიეღწიოს ”ბარსელონასთან” ერთად.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში