“ბარსელონა ლასას” ახალი მწვრთნელი ჰყავს

“ბარსელონა ლასას” ახალი მწვრთნელი ჰყავს

41 წლის მადრიდელი სპეციალისტი სიტო ალონსო “ბარსელონას” საკალათბურთო გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელია. ამ ინფორმაციას კატალონიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ადასტურებს.

ალონსო “ბარსელონა ლასას” მთავარ მწვრთნელად დღეს დაინიშნა. მან კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, თანამშრომლობის კიდევ ერთი წლით ავტომატურად გახანგრძლივების პერსპექტივით.

სიტო ალონსოს სამწვრთნელო კარიერა სტარტს 2008 წელს, “ხუვენტუტში” იღებს. 2011 წელს, ის სან სებასტიანის “გიპუზკოაში” გადავიდა, სადაც 3 წელი გატარა. 2014-16 წლებში, ალონსო “ბილბაოს” მწვრთნელი იყო, გასულ სეზონში კი – “ბასკონიასი”.

გასულ სეზონში, ალონსოს მიერ გაწვრთნილი “ბასკონია” ევროლიგის ფლეი ოფში, ხოლო ესპანეთის სამეფო თასისა და ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა.

2012 წელს, სიტო ალონსო ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო მწვრთნელადაა დასახელებული.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward