მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“იუვენტუსი” და “იუნაიტედი” გომეშით დაინტერესდნენ

“იუვენტუსი” და “იუნაიტედი” გომეშით დაინტერესდნენ

ტურინის “იუვენტუსი” და “მანჩესტერ იუნაიტედი” “ბარსელონას” ნახევარმცველის, ანდრე გომეშის მიმართ ინტერესს იჩენენ, იტყობინება AS.

იტალიური და ინგლისური გრანდები ყურადღებით მიყვებიან მოვლენების განვითარებას, ცდილობენ გაიგონ, დარჩება თუ არა გომეში კატალონიურ კლუბში. გომეშს, “ვალენსიიდან” “ბარსელონაში” გადასვლამდე “ბებერმა ქალბატონმა” და “წითელმა ეშმაკებმა” უკვე გაუკეთეს შეთავაზება, თუმცა პორტუგალიელისგან უარი მიიღეს.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გომეში “ლურჯ-ბროწეულისფერთა” მთავარი მწვრთნელის, ერნესტო ვალვერდეს გეგმებში შედის და ის მოთამაშის ტრანსფერზე განთავსებას არ აპირებს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში