ბრაზილიელმა მცველმა, მარლონ სანტოსმა განაცხადა, რომ “ბარსელონასთან” კონტრაქტის გახანგრძლივება მისთვის დიდი პატივია. ახალი ხელშეკრულების მიხედვით, მოთამაშე კატალონიური გრანდის ღირსებას 2020 წლამდე დაიცავს.
“ბარსელონაში” დარჩენა ჩემთვის პრივილეგიაა. ახალ ხელშეკრულებას პოზიტიურად ვუყურებ. ეს ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. იმედია, ტიტულებს მოვიპოვებ და მიღებულ შესაძლებლობებს გამოვუყენებ. ნამდვილად ბედნიერი ვარ.”
მარლონმა სარეზერვო გუნდის შედეგებზეც ისაუბრა: “შესანიშნავი სეზონის წარმატებით დასრულება გვსურს. ვიმედოვნებ, რომ “რასინგს” სტუმრად და საშინაო არენაზე დავამარცხებთ და დავწინაურდებით. დასახული მიზნისთვის ვიბრძოლებთ.”