როგორც ”მარკა” იტყობინება, ესპანეთის თასის გათამაშების მეოთხედ-ფინალური მატჩის საპასუხო შეხვედრის დასრულების შემდეგ ”ბეტისის” მთავარმა მწვრთნელმა, პეპე მელიმ ამაყად განაცხადა, რომ მისი შეგირდები 180 წუთის განმავლობაში ღირსეულ მეტოქეობას უწევდნენ მსოფლიოს საუკეთესო კლუბს.
ანდალუსიელებმა საკუთარ მოედანზე გამარჯვება მოიპოვეს (3:1), თუმცა ორი მატჩის ჯამში ნახევარ-ფინალში კატალონიელები გავიდნენ.
”ვამაყობ ჩემი გუნდით. ისინი 180 წუთის განმავლობაში ღირსეულ მეტოქეობას უწევდნენ ”ბარსას”. ამ თამაშებმა საკუთარი ძალების რწმენა მოგვცა და დაანახა მთელს ესპანეთს, რომ ჩვენ ძლიერი გუნდი ვართ. მართალია, ქვეყნის თასისთვის ბრძოლაში თავი იჩინა ტრავმებმა, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ეს ”ბეტისის” შედეგებზე არ აისახება. ძალიან ვწუხვარ, რომ პირველ მატჩში ჩვენ ასეთი დიდი ანგარიშით დავმარცხდით.”-განაცხადა მელიმ.
