“მილანისა” და იტალიის ნაკრების ლეგენდარული მცველი, პაოლო მალდინი მარკო ვერატის “ბარსელონაში” გადასვლას ურჩევს.
“მარკო ექსტრაორდინალური ფეხბურთელია. ვფიქრობ, პსჟ-ს დატოვების შემთხვევაში ვერატი პროგრესირებას დაიწყებს. “ბარსელონა” მისთვის იდეალური ადგილია.”-ამბობს მალდინი.
თავად იტალიელმა ნახევარმცველმა “ბლაუგრანაში” ასპარეზობის სურვილი გამოთქვა.


