კატალონიური Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლონდონის “არსენალის” ესპანელ მარჯვენა მცველს, მშობლიურ კლუბში, “ბარსელონაში” დაბრუნების სურვილი აქვს.
როგორც ცნობილია, ბელერინი “ბარსელონას” ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა. ფეხბურთელი ელოდება, როდის მიმართავენ კატალონიელები “არსენალს” კონკრეტული წინადადებით. ის მზადაა, პროცესში თავადაც ჩაერიოს და ლონდონელების მთავარ მწვრთნელს, არსენ ვენგერს დაელაპარაკოს.
ფეხბურთელის აგენტმა კი “ბარსელონას” აცნობა, რომ “არსენალისთვის” კონკრეტული და მიმზიდველი წინადადების გაკეთებაა საჭირო.
ექტორ ბელერინი “ბარსელონას” სკოლის აღზრდილია. “არსენალში” ის 2011 წელს გადავიდა, 2014 წლიდან კი კატალონიელი ლონდონელთა პირველ გუნდში ირიცხება. “არსენალთან” კონტრაქტი მას 2023 წლამდე აკავშირებს. ლონდონიდან მისი აბარგების შანსი კი მას შემდეგ გაიზარდა, რაც “არსენალი” ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩა.



