გასული სეზონი “ბარსელონასთვის” წარუმატებელი გამოდგა. კატალონიელებს ბევრი რამის შეცვლა მართებთ. მთავარი მწვრთნელი უკვე შეცვლილია და ახლა ჯერი ფეხბურთელებზეა. ამ სტატიაში შემოგთავაზებთ 11 ფეხბურთელს, რომელთა გადაბირებაზეც “ბარსელონამ” უნდა იფიქროს.
მსოფლიოში არსებული კლუბების ალბათ 95% კმაყოფილი იქნებოდა, თუ სეზონს ერთი ტიტულით დაასრულებდა. თუმცა, არსებობს კლუბების მცირე რაოდენობა, რომლებიც ყოველწლიურად მინიმუმ დუბლს ითხოვენ. რა თქმა უნდა, მათ შორისაა “ბარსელონაც”. ესპანეთის თასის ზედიზედ მესამე მოგებამ ფეხბურთელებს შვებულებაში კარგი განწყობით გასვლის, ხოლო ლუის ენრიკეს “ბარსელონაში” მუშაობის მაჟორულ ნოტაზე დასრულების საშუალება მისცა. გულშეამტკივრებს კი “კამპ ნოუზე” ახალი ფეხბურთელების ხილვა უკვე ეჩქარებათ.
მომდევნო სეზონში, “ბარსელონას” ერნესტო ვალვერდე უთავკაცებს, რომელმაც კატალონიური გუნდის გამო “ბილბაო” დატოვა. სავარაუდოდ, “ბარსელონას” ხელმძღვანელობა ტრანსფერების საკითხს ვალვერდესთან ათანხმებს, მაგრამ შესაძლოა, ყველაფერს ის სულაც არ წყვეტდეს. არაა გამორიცხული, მთავარ მწვრთნელს კლუბის სატრანსფერო პრიორიტეტების გაცნობა თანდათანობით უწევს. კატალონიელებს ხომ გარკვეულ დონეზე შეთანხმებები უკვე ექნებათ მიღწეული.
აშკარაა, რომ წარუმატებელი სეზონის შემდეგ, “ბარსელონას” ფულის დახარჯვა ჭირდება. კონკრეტულ პოზიციებზე სისუსტეები შეუიარაღებელი თვალითაც კი ჩანს. საუბარი არა მხოლოდ სასტარტო შემადგენლობაზე, არამედ სათადარიგოთა სკამზეც გვაქვს, რომელიც, გასულ სეზონში, სრულიად არაეფექტური გამოდგა.
მოდით, განვიხილოთ ცალკეული პოზიციები და მათი გაძლიერების შესაძლებლობები. ამ სტატიაში თქვენ ნახავთ “ბარსელონას” ამჟამინდელი სატრანსფერო გეგმის (ბელერინი-ვერატი-დემბელეს შეძენა) ალტერნატიულ ვარიანტებს.
დაცვა
რატომღაც, ყველა საუბრობს მხოლოდ დაცვის მარჯვენა ფლანგზე და არა ცენტრალურ რგოლზე. იმ პირობებში, როდესაც მასკერანო გუნდში რჩება და თავის შანსს მარლონ სანტოსიც მიიღებს, გამოდის, რომ “ბარსას”, მომდევნო სეზონში, 4 ცენტრალური მცველი ეყოლება: პიკე, უმტიტი, მასკერანო და მარლონი. მასკერანო უკვე 33 წლისაა და მასზე იმედების დამყარება კითხვის ნიშნებს ტოვებს. მარლონი კი გამოუცდელია. და რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ვალვერდე 3 ცენტრალური მცველით თამაშს გადაწყვეტს, როგორც ამას ლუის ენრიკე გასული სეზონის მიწურულს აკეთებდა ხოლმე?
ახალი ცენტრალური მცველი საჭიროა, თანაც მაღალი დონის. მარლონის მსგავსად, დიდი გამოცდილებით ვერც უმტიტი დაიკვეხნის და შესაძლოა, ამან მას პრობლემა მნიშვნელოვან მატჩებში შეუქმნას. ნებისმიერ შემთხვევაში, ამ რგოლში კონკურენციის გაზრდა საჭიროა.
შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, “ბარსელონასთვის” იდეალურ ვარიანტად “რომაში” მოთამაშე კოსტას მანოლასი მოჩანს. ბერძენ უკანახაზელს “ინტერიც” იწვევს, მაგრამ თუ ბრძოლაში “ბარსელონა” ჩაერთვება, მილანელების შანსი მნიშვნელოვნად შემცირდება. მანოლასი კარგია როგორც თამაშის წაკითხვაში, ასევე ერთი-ერთზე თამაშში, მას აქვს კარგი პირველი პასი და მაღალი ნახტომი. ის, მცველისთვის, საკმაოდ ახალგაზრდაა – დღეს მას 26 წელი შეუსრულდა. მანოლასი უკვე საკმაოდ გამოცდილია, მაგრამ მისი საუკეთესო წლები ჯერ კიდევ წინაა.
“ბარსელონას” შეუძლია აქცენტი “ჩელსის” უნივერსალ მცველზე, სესარ ასპილიკუეტაზეც გააკეთოს. ანტონიო კონტე, ლონდონელებისთვის, ახალ ცენტრალურ მცველს ეძებს და შესაძლოა, 27 წლის ესპანელისთვის სასტარტო შემადგენლობაში ადგილი აღარ დარჩეს. ამ ფეხბურთელის ერთ-ერთი მთავარი თვისება უნივერსალიზმია. ის მარჯვენა მცველად იყიდეს, მაგრამ დიდი ხნის განმავლობაში მარცხნივ თამაშობდა. ანტონიო კონტემ კი, ასპილიკუეტა ცენტრალურ მცველად აქცია. ესპანელი ძალიან კარგია 3-4-3 სისტემაში, რადგან ის საკმაოდ სწრაფია და შეტევის წამოწყების უნარებსაც ფლობს.
რა თქმა უნდა, გვერდს ვერც ექტორ ბელერინს ავუვლით. დღე არ გავა, მის შესაძლო ტრანსფერზე რამე რომ არ დაიწეროს. “ბარსელონას” სკოლის აღზრდილის თვისებები ყველამ კარგად იცის. თუმცა, ისმის კითხვა, უღირთ კი კატალონიელებს მისი იმ ფასად შეძენა, რა ფასადაც “არსენალი” ფეხბურთელს დათმობს? კარგი იქნება, თუ “ბარსელონა” “მონაკოს” მარჯვენა მცველის, ჯიბრილ სიდიბეს ვარიანტსაც განიხილავს. კლუბი მისი გაშვების წინააღმდეგი არაა, სისწრაფეში კი ის ბელერინს დიდად არ ჩამოუვარდება. მას არც გადაწყვეტილებების მიღების დროს აქვს პრობლემა და გარდა ამისა, ფიზიკურადაც ძლიერია. სიდიბე ძალიან კარგია მე-2 სართულზე, რაც “ბარსას” ნამდვილად აკლია. ასეთი ფეხბურთელის დამატების შემთხვევაში, მეტოქის კართან სტანდარტები უფრო სახიფათო ხდება, შენ კართან კი – პირიქით.
ნებისმიერ შემთხვევაში, “ბარსელონას” მინიმუმ 2 მცველის დამატება ჭირდება.
საყრდენი ნახევარმცველი
ცხადია, “ბარსელონა” სერხიო ბუსკეტსის გაშვებას არ აპირებს, რადგან ის გუნდის ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელია. თუმცა, ბოლო დროს, კატალონიელი ფეხბურთელი გადაღლილ ცხენს დაემსგავსა. ის თითქმის შეუსვენებლად თამაშობს და სწორედ მას უწევს მთელი შავი სამუშაოს შესრულება. კარგი იქნება, თუ “ბარსელონას” ხელმძღვანელობა იზრუნებს ისეთი ფეხბურთელის შეძენაზე, რომელიც ბუსკეტსს საქმეს შეუმსუბუქებს.
ერთ-ერთი ყველაზე კარგი ვარიანტი ორიოლ რომეუა. “ბარსელონას” სკოლის აღზრდილი, ამჟამად, “საუთჰემპტონში” გამოდის. პრემიერ ლიგის გასულ გათამაშებაში, ის, ბურთის ართმევების მხრივ, სამეულში შევიდა. 25 წლის ესპანელი თავს კარგად ართმევს ნებისმიერ შავ სამუშაოს, გამოირჩევა თამაშის ორგანიზების ნიჭით და ფლობს კარგ შორეულ დარტყმას. რომეუს შეუძლია ბუსკეტსს დატვირთვა შეუმსუბუქოს, ეს უკანასკნელი კი, უფრო ეფექტური გახდება.
ცენტრალური ნახევარმცველი
დრო უდიდესი ფეხბურთელების მიმართაც კი დაუნდობელია. ერთ-ერთი ასეთია ანდრეს ინიესტა. სამწუხაროდ, კატალონიელთა “დიდი რვიანის” შესრულებით ჯადოქრობებს უფრო და უფრო იშვიათად ვხედავთ. არადა, სულ ცოტა ხნის წინ, ამით როგორი განებრივრებულები ვიყავით. რა თქმა უნდა, თვალსასეირო მომენტების შექმნა მას კვლავ შეუძლია, მაგრამ არა 90 წუთის განმავლობაში. ანდრესი უფრო და უფრო არაპროდუქტიული ხდება ართმევების დროსაც, რაც დიდი მინუსია. მოედნის ცენტრში საბატონოდ ინიესტას ძალა აღარ ჰყოფნის. ამის გამო, პრობლემები ექმნება ბუსკეტსს, რომელიც, მეტოქის შეტევის დროს, რიცხობრივ უმცირესობაშია. “ბარსელონას” ლეგენდას “იუვენტუსი” იწვევს, მაგრამ დიდი ალბათობით, ის გუნდს ამ ზაფხულში არ დატოვებს. მანამდე, “ბარსელონას” მისი შემცვლელი ჭირდება.
მარკო ვერატის “ბარსელონაში” შესაძლო გადასვლის შესახებ ცნობები ყველა მხრიდან ვრცელდება. ფეხბურთელს “პარი სენ ჟერმენის” დატოვება სურს, მაგრამ მის მყიდველს დაახლოებით 100 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს. “ბარსელონას” ასეთი ოდენობის თანხა კი ხელეწიფება, მაგრამ მანამდე კარგადაა განსასაზღვრი, ღირს თუ არა ასეთი დანახარჯი. იტალიელი ნამდვილად კარგი ფეხბურთელია. ის მშვენივრად თამაშობს ბურთით, აკეთებს ძალიან კარგ პასებს… მაგრამ 100 მილიონი ევრო? არ უნდა დავივიწყოთ ტრავმებისკენ მისი მიდრეკილება. თუმცა, ისიც გასაგებია, რომ “ბარსელონასთვის” ასეთი სტილის მოთამაშე აუცილებელია.
არსებობს მოსაზრება, რომ უმჯობესი იქნება, თუ “ბარსელონა” “ტოტენჰემიდან” კრისტიან ერიკსენს, ან “ლივერპულიდან” ფილიპე კოუტინიოს შეიძენს. ისინი უფრო შემქმნელები არიან, ვიდრე ვერატი. იტალიელი ბურთის ართმევაში უკეთესია, მაგრამ “ბარსას”, მოედნის ცენტრში, “ფანტაზისტა” ჭირდება. ინიესტაზე უკვე ვისაუბრეთ და არც სხვა ნახევარმცველები უნდა დავივიწყოთ. ანდრე გომეშში გადახდილი 35 მილიონი წყალში გადაყრილი აღმოჩნდა, რაკიტიჩმა კი თამაშს აშკარად უკლო.
ჩვენ რომ კომპიუტერულ თამაშს, საფებურთო მენეჯერს ვთამაშობდეთ, რაკიტიჩსა და გომეშს გავყიდიდით, სანაცვლოდ კი ვერატისა და ერიკსენი-კოუტინიოს წყვილიდან რომელიმეს შევიძენდით. რა თქმა უნდა, გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი ხარჯს ვერ დაფარავდა, თუმცა “ბარსელონას” საკმარისი ფინანსური რეზერვი უნდა ჰქონდეს.
ძნელი სათქმელია, რას გადაწყვეტს “ბარსელონა” საბოლოოდ, მაგრამ იმის ვარაუდი, რომ მხოლოდ ვერატი მოედნის ცენტრში არსებულ პრობლემას ვერ მოაგვარებს, უკვე შეიძლება.
შეტევა
თავდასხმის ხაზის გაძლიერების განსაკუთრებული საჭიროება არ არსებობს, რადგა მესი-სუარესი-ნეიმარის ტრიო მაინც უცვლელი დარჩება. თუმცა, კატალონიის დედაქალაქში “დორტმუნდის” შემტევი უსმან დემბელე ძალიან მოსწონთ და მასზე დიდძალი ფულის დახარჯვასაც არ გამორიცხავენ. სახელდება 90 მილიონი ევროც კი. დემბელე ნამდვილად ნიჭიერი, სწრაფი, ტექნიკური და კარგი დარტყმის მქონე ფეხბურთელია. თუმცა, არის კი მისი ყიდვის აუცილებლობა? ვის დასვამს ის სათადარიგოთა სკამზე? სავარაუდოდ, თავად მოუწევს. ხომ არ სჯობს, რესურსი უფრო ნახევარდაცვის გაძლიერებას მოხმარდეს, ვიდრე შეტევის.
ერთი შემტევის დამატება “ბარსას” ნამდვილად არ აწყენდა, რადგან დიდი ალბათბით წავა არდა თურანი. ასევე გაურკვეველია პაკო ალკასერის მომავალი. მან ნამდვილად ვერ გაიბრწყინა და თან, ესპანელს “ევერტონი” იწვევს. თუმცა, სათადარიგოთა სკამისთვის 90 მილიონზე იაფიანი ფეხბურთელის შეძენაა საჭირო. არ უნდა დავივიწყოთ არც მუნირი, რომელიც არენდიდან ბრუნდება. ხოლო ჟერარ დეულოფეუს 12 მილიონად გამოსყიდვა “ბარსას” ჯერ კიდევ შეუძლია. ამ უკანსკნელმა, “მილანში” თამაშის დროს, კარგი შთაბეჭდილება დატოვა.
არის კიდევ ერთი ვარიანტი. ლისაბონის “სპორტინგის” შემტევი ჟელსონ მარტინში, რომელიც უსმან დემბელეს სტილის თავდამსხმელია, მაგრამ დაახლოებით 3-ჯერ იაფი ღირს.
ბარსაში მაგარი ტრანსფერები იქნება!
Yvelafers jobia ramenairad iyidon belerini erikseni da deulofeu radgan verati dzviria cou aramgonia wels wamovides da isic dzviria erikseni matze naklebi arafritaa xolo deulofeo sheudarebelua me rom mwvrtneli viyo aseti taqtika meqneboda
Ter stegeni
Belerini pique umtiti alba
Busqetsi
Messi erikseni
Deulofeu neymar
Suarez
საჭIრო ხალხია
მანოლასი იყიდოს კაი იქნება მაგარი კონკურენცია იქნება დაცვასი. მერე ვერატი უეცველი, ბელერინი და სკამზე ვინმე ნორმალური დაიტრიონ
Verati da deulofeu
მაგრად მიკვირს ვერატის ალტერნატივად ტიაგოს რო არავინ ახსენებს. არადა ყველაფრით ჯობია, ზუსტად ის არის ვინც ბარსას ჭირდება. ვერატი კარგად პსჟ ში თამაშობს საფრანგეთის ჩემპიონატს და ტიაგო ბავარიის წამყვანი მოთამაშეა და ბარსას აღზრდილი, ანუ რისკი რო ბარსას ვერ მოერგოს (რაც იშვიათი არარის). მართალია ბავარია ადვილად არ დათმობს, მაგრამ იმ თანხად რაც ვერატიში უნდა გადაიხადონ მგონია რო ალკანტარაც გადმოვიდოდა. თუ ვინმე უყურებდა წელს ბავარიის თამაშებს დამეთანხმება რო მტელი სეზონი სტაბილურად ითამაშა და ყველაზე მნიშვნელოვან როლს თამაშობს ბავარიის წარმატებაში. თუ არა სტატისკას შევხედოთ ყველაზე მეტჯერ მოხვდა სიმბოლურში
მადლობა.
ჯერჯერობით ყველა არაინფორმირებულები ვართ
გელსონ მარტინსი 70 მილიონამდე ღირს, მეორეც, ფეხბურთელი რონელიც 23 წლისაა და 7 პოზიციაზე ათამაშეს, ვერ იტყვი რომ 35 მილიონი წყალში გადაიყარა, და მესამე, 38 მილიონითურანში, ესარაა გადაყრილი ?
ძაან კარგი ვარიანტია ფული თუ დარჩებათ რეზერვში ტინ იედვაის მოყვანა, ახალგაზრდაა თან მარჯვენა და ცენტრალურ მცველად ორივეგან თამაშობს. ბურთის ართმევა იცის, თავითაც თამაშობს, გოლებიც გააქ, ლევერკუზენის თამაშებს სულ ვუყურებ და ძაან მომწონს ეგ ბიჭი, ცუდი ვარიანტი არაა და არც ძვირი დაჯდება
მადლობა.
ჯერჯერობით ყველა არაინფორმირებულები ვართ
writer, კარგია რომ გიწვალია , მაგრამ ნამდვილად არაიმფორმირებული ხარ სატრანსფერო ბაზარზე