“ბარსელონას” 23 წლის ნახევარმცველი დენის სუარესი თავის მომავალზე საუბრობს და აცხადებს, რომ კატალონიური კლუბის დატოვებაზე არ ფიქრობს.
“ძალიან გამიჭირდა, როდესაც “სელტადან” “მანჩესტერ სიტიში” გადავედი. 2 წლის შემდეგ კი, “ბარსელონაში” აღმოვჩნდი.
2 წელი მომცეს, რომლის დროსაც, პირველ გუნდში ადგილი უნდა დამემსახურებინა. ხოლო როდესაც “სევილიასა” და “ვილიარეალში” თავი კარგად წარმოვაჩინე, “ბარსელონაში” დამაბრუნეს. ახლა, აქ ვარ და აქედან ვერავინ გამაგდებს. ვიბრძოლებ იმისათვის, რომ “ბარსელონაში” წარმატებით მიღწევის უფლება მქონდეს.
ყოველთვის ელი, რომ მოვლენები კარგად წარიმართება. უფრო ხშირად და სტაბილურად თამაში დავიწყე. შობის შემდეგ, კარგ ფორმაში ვიყავი, გოლები გამქონდა და საგოლე გადაცემებს ვიძლეოდი, მაგრამ შემდეგ, პროგრესი შენელდა.
მოედანზე ყოფნას ვუკელი. მოედნის ცენტრში ყოველთვის უმაღლესი დონის პროფესიონალები იყვნენ, მაგრამ მე ყველაფერს, ყოველთვის, პოზიტიური მხრივ ვუყურებ. დიდ კლუბში ვთამაშობ. პირველი წელი სასწავლო იყო, შემდეგ სეზონში კი, სასტარტოში ადგილისთვის ვიბრძოლებ.
ჩემი მიზანი კარგი სეზონის ჩატარება და მოედანზე რაც შეიძლება მეტი დროის გატარება, “ბარსელონას” ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა და მსოფლიო ჩემპიონატზე წასვლაა.
ესპანეთში, ძირითადში მოხვედრა, ყველაზე მეტად, ნახევარმცველებს უჭირთ. ამ პოზიციაზე ძალიან ბევრი კარგი ფეხბურთელია. მე კი ყველაფერს გავაკეთებ, რაც შემიძლია.” – ციტირებს დენის სუარესის სიტყვებს Marca.


