მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვერატის აგენტი: “ბარსელონა” ან “ბარსელონა”

ვერატის აგენტი: “ბარსელონა” ან “ბარსელონა”

კატალონიური Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “პარი სენ ჟერმენის” იტალიელი ნახევარმცველის, მარკო ვერატის აგენტმა ფრანგული კლუბის ხელმძღვანელობას განუცხადა, რომ მის კლიენტს კარიერის მხოლოდ “ბარსელონაში” გაგრძელების ვარიანტი ხიბლავს.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ვერატიმ პსჟ-ს წასვლის სურვილი გაანდო. ასევე ცნობილია, რომ იტალიელი შუახაზელის დამატების სურვილს “ბარსელონა” და “იუვენტუსი” გამოთქვამენ. კატალონიური პრესის მიერ დღეს გავრცელებული ცნობების მიხედვით კი, ფეხბურთელს მხოლოდ “ბარსელონა” აინტერესებს.

“ბარსელონა” ან “ბარსელონა” – თუ Sport-ს დავუჯერებთ, სწორედ ასეთი ტექსტით მიმართა ვერატის აგენტმა, დი კამპლიმ პსჟ-ს ხელმძღვანელობას.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში