მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” გერმანელ ამომავალ ვარსკვალვს იწვევს

“ბარსელონა” გერმანელ ამომავალ ვარსკვალვს იწვევს

კატალონიური კლუბი გერმანული ფეხბურთის ერთ-ერთი ამომავალი ვარსკვლავის, ნიკო კიუნის გადაბირებას აპირებს და მიზნის მიღწევასთან ახლოსაა. ამ ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს.

ნიკო კიუნი “რედ ბულ ლაიპციგში” თამაშობს. ის 17 წლისაა. მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი ტანით ძალიან პატარაა (1.66 მეტრი და 52 კილო), ის მაინც ცენტრფორვარდია, თუმცა, შეტევის ორივე ფლანგზეც კარგად გრძნობს თავს.

კიუნი, 2011-2015 წლებში, “ჰანოვერის” ახალგაზრდულ გუნდებში თამაშობდა. ამის შემდეგ, მისით “ბაიერნი”, “ლევერკუზენი” და “ლაიპციგი” დაინტერესდნენ. უკანასკნელმა მათგანმა კონკურენტებს აჯობა და ფეხბურთელთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომელსაც ვადა 2018 წელს გასდის.

გავრცელებული ინფორმაციით, “ბარსელონას” გერმანელი თავდამსხმელი მე-2 გუნდისთვის უნდა, მომავალში პირველ გუნდში დაწინაურების იმედით. RAC1-ის ჟურნალისტი, ერარ რომერო მიიჩნევს, რომ კიუნს, პატარა ასაკის მიუხედავად, “ბარსა ბ”-ში თამაში უკვე შეუძლია.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში