workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გვარდიოლა: “რეფერენდუმი გაიმართება მაშინაც, თუ ამას ესპანეთი არ მოინდომებს”

გვარდიოლა: “რეფერენდუმი გაიმართება მაშინაც, თუ ამას ესპანეთი არ მოინდომებს”

“ბარსელონას” ლეგენდარულმა კაპიტანმა და მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, კატალონიის დამოუკიდებლობის მხარდასაჭერ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო და მისი მიმდინარეობისას, თავისი პოზიციაც დააფიქსირა.

“დღეს ჩვენ ყველანი შევიკრიბეთ იმისათვის, რომ ერთი რამ ცხადი გავხადოთ: 1 ოქტომბერს ვაპირებთ ხმა მივცეთ ჩვენ მომავალს. ჩვენ ხმას მივცემთ იმის მიუხედავად, თუ ამას ესპანეთი არ მოინდომებს.

ჩვენ შეთანხმების მცდელობა 18-ჯერ გვქონდა, მაგრამ ყველა შემთხვევაში უარი მივიღეთ. ამ დამოკიდებულებით ისინი იგნორირებას უკეთებენ იმ ფაქტს, რომ რეფერენდუმი “ბარსელონას” მოსახლეობის 80%-ს სურს. ჩვენ სხვა გამოსავალი არ გვაქვს. ჩვენი ერთადერთი გზა ხმის მიცემაა.

საერთაშორისო საზოგადოებას მოვუწოდებთ, დაგვეხმაროს. მოვუწოდებთ ევროპულ და სხვა დემოკრატიულ სახელმწიფოებს, დაგვიჭირონ მხარი, რათა ავტორიტარული სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოხატვის თავისუფლებას საფრთხე არ შეექმნას.” – აცხადებს გვარდიოლა.

კატალონიის დამოუკიდებლობის საკითხზე რეფერენდუმის გამართვა 1 ოქტომბერსაა დაგეგმილი. ამ რეფერენდუმზე დაისმება კითხვა: “გსურთ თუ არა, რომ კატალონია გახდეს დამოუკიდებელი სახელმწიფო მმართველობის რესპუბლიკური ფორმით?”

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward