წამყვანი გერმანული სპორტული პორტალის Sport1.de–ს ინფორმაციით ზეპ ბლატერი და მიშელ პლატინი საფეხბურთო კალენდარში რევოლუციურ ცვლილებას გეგმავენ. აღნიშნული რეფორმა შეეხება როგორც კლუბებს, ასევე ეროვნულ ნაკრებებს. “ფიფასა” და “უეფას” ხელმძღვანელების ჩანაფიქრის მიხედვით ევროპულ კლუბებს თამაშების გამართვა მარტიდან ოქტომბრის, ან ნოემბრის ჩათვლით მოუწევთ. მსოფლიო ჩემპიონატისა და ევროპის ჩემპიონატის გამართვა იგეგმება სეზონის დასაწყისში – თებერვალში ან მარტში.
შიდა ჩემპიონატების თამაშები დაიწყება მარტში და დასრულდება ოქტომბერში. ხოლო ნოემბრის დასაწყისიდან მომდევნო 6 კვირა დაეთმობა ეროვნულ ნაკრებთა შესარჩევ და ამხანაგურ თამაშებს. ყოველივე ამის შემდეგ, ფეხბურთელებს 4 კვირიანი დასვენების საშუალება მიეცემათ.
აღნიშნული ცვლიელებები ძალაში 2015 წლიდან შევა, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მას “ფიფას” აღმასრულებელი კომიტეტი დაამტკიცებს.