ახლო აღმოსავლეთის რამდენიმე ქვეყანაში, თუ თქვენ “ბარსელონას” ძველი ფორმით დაგინახავენ, უკეთეს შემთხვევაში სოლიდურ ფულად ჯარიმას დაგაკისრებენ და უარეს შემთხვევაში – დაგაპატიმრებენ. ამ ინფორმაციას, არაბულ წყაროებზე დაყრდნობით, Sport ავრცელებს.
ცოტა ხნის წინ, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებმა – საუდის არაბეთმა, ეგვიპტემ, ბაჰრეინმა და არაბეთის გაერთიანებულმა საემიროებმა, კატართან არსებული პოლიტიკური და დიპლომატიური დაძაბულობის გამო, ამ ქვეყანასთან კავშირი გაწყვიტეს და აკრძალეს ყველაფერი, რაც კატარს უკავშირდება. მათ შორის მოხვდა “ბარსელონას” ფორმები, რომლებზეც Qatar Airways-ის რეკლამაა გამოსახული.
ახალი სეზონიდან, “ბარსელონას” ახალი სპონსორი ეყოლება, თუმცა არაბული ქვეყნების ნაწილში კატალონიური გუნდის ძველი ფორმით გამოჩენა უსაფრთხო ნამდვილად არ იქნება და შესაძლოა, ციხეში ჩასმითაც კი დასრულდეს.