მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“იუვენტუსი” ინიესტათი ინტერესდება

“იუვენტუსი” ინიესტათი ინტერესდება

ტურინის “იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელი, მასიმილიანო ალეგრი “ბარსელონას” ნახევარმცველის, ანდრეს ინიესტას მომსახურებით დაინტერესდა, იტყობინება Corriere dello Sport.

იტალიურ გრანდში იციან, რომ ესპანელი ფეხბურთელის შეძენა ძალიან რთული იქნება. ინიესტას ამჟამინდელი კონტრაქტი კატალონიურ კლუბთან 2018 წლის ზაფხულამდეა ძალაში და ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ მოთამაშე კლუბის შეცვლას არ აპირებს. მიუხედავად ამისა, თუ ის ამ ნაბიჯის გადადგმას გადაწყვეტს, მაშინ “ბებერი ქალბატონი” მზად იქნება მის შესაძენად ყველა საშუალება გამოიყენოს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში