“ბარსელონას” ნახევარმცველმა, რაფინია ალკანტარამ ზაფხულში, შესაძლოა, კლუბი დატოვოს.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ბრაზილიელი ფეხბურთელის აგენტი (მამა), მაზინიო ვალენსიაში ჩაფრინდა რათა “ღამურებთან” მოლაპარაკების პროცესი გაემართა.
ტრანსფერის ფასი დაახლოებით 30 მილიონი ევრო იქნება. რაფინიას მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლას ისახავს მიზნად, რისთვისაც ხშირი სათამაშო პრაქტიკა სჭირდება.



