მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბორუსია” დემბელეს სანაცვლოდ 90 მილიონ ევროს მოითხოვს

“ბორუსია” დემბელეს სანაცვლოდ 90 მილიონ ევროს მოითხოვს

დორტმუნდის “ბორუსიას” ხელმძღვანელობა და სამწვრთნელო შტაბი არ აპირებს უსმან დემბელეს გაშვებას. თუმცა, თავად ფეხბურთელმა “ბარსელონას” წარმომადგენლებს აუხსნა, რომ კატალონიური კლუბის ფერების დაცვას ისურვებდა, იტყობინება Mundo Deportivo.

თუ “ბორუსიას” მაინც მოუწევს მოთამაშის გაშვება, მაშინ ამის გაკეთება ძალიან ძვირი იქნება: გერმანული კლუბი თავისი ფეხბურთელის სანაცვლოდ არანაკლებ 90 მილიონ ევროს მოითხოვს, როდესაც “ბორუსიამ” ის 15 მილიონ ევროდ იყიდა.

ესპანურ გრანდს ჯერ კიდევ გასული სეზონის სტარტამდე სურდა დემბელეს შეძენა “რენიდან”, თუმცა ფრანგმა შეთავაზებაზე უარი თქვა. ფეხბურთელისთვის მთავარი სათამაშო პრაქტიკა იყო და მას ესმოდა, რომ ამ თვალსაზრისით მას “ბარსელონაში” მცირე პერსპექტივა ექნებოდა.

გასულ სეზონში, დემბელემ გერმანიის ჩემპიონატში 32 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 6 გოლი და გააკეთა 13 შედეგიანი გადაცემა. დემბელეს კონტრაქტი “ბორუსიასთან” 2021 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში