მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” მაჰრეზით კვლავ ინტერესდება

“ბარსელონა” მაჰრეზით კვლავ ინტერესდება

“ლესტერის” ნახევარმცველმა, რიად მაჰრეზიმ, შესაძლოა, კარიერა ესპანეთში გააგრძელოს.

როგორც RAC1 იტყობინება, 26 წლის ალჟირელი “ბარსელონას” სატრანსფერო სიაში კვლავ შედის.

მარტში ცნობილი გახდა, რომ “ლესტერი” მზადაა მაჰრეზი 40 მილიონ ფუნტად გაყიდოს, რაც 46 მილიონ ევროს უდრის. გარდა ამისა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფეხბურთელისთვის ასევე “არსენალი” და “მონაკოც” იბრძვიან.

გასულ სეზონში, ინგლისის ჩემპიონატში მაჰრეზიმ 36 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 6 გოლი და გააკეთა 4 შედეგიანი გადაცემა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში